Eng

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში ფესტივალი ხულო FEST გაიმართა

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში ფესტივალი  ხულო FEST გაიმართა
28 აგვისტო 2018

2018 წლის 25 აგვისტოს,ხულოს მუნიციპალიტეტში, დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხულოს LAG-მამუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, ევროკავშირისა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მხარდაჭერით ფესტივალი გამართა.

ფესტივალი მოეწყო პროექტ „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“, რომელსაც ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCRG)ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) და PMC კვლევითი ცენტრთან პარტნიორობითსოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.

ფესტივალს ესწრებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, UNDP-ს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, აგრეთვე ტურისტები და ხულოს მაცხოვრებლები.

ფესტივალის მიზანი იყო ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია. ვიზიტორების მოზიდვის მიზნით ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი პროდუქტები, ხელნაკეთი ნივთები, გარდა ამისა ტურისტული ადგილების წარმომადგენლებმა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია სხვადასხვა ტურისტული ადგილების შესახებ.სულ 19-მა მონაწილემ გამოფინა თავისი ნაწარმი.

გამოფენა-გაყიდვის პარარელურად ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა - „არგინეთი“, „მერმისი“, „ხიხანი“, „ბერმუხა“, „ხომლი“, „ხულო“   წარმოადგინეს სიმღერისა და ცეკვის ნიმუშები. ღონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა გასართობი აქტივობით და შეჯიბრით. საღამოს დაუკრეს მუსიკალურმა ბენდებმა Sound lab, Groovephonics და DJ: Chiki/Rezi.

კემპინგის მოყვარულთათვის ფესტივალის ფარგლებში ერთი დღით გამოიყო ხულოს მუნიციპალიტეტის სტადიონის ტერიტორია, საიდანაც სტუმრები დატკბნენ ულამაზესი არგინეთის ხედით.

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში ფესტივალი  ხულო FEST გაიმართა

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.