Eng

ხულოს ადგილობრივმა განვითარების ჯგუფმა ხულოს მუნიციპალიტეტში გარემოს დასუფთავების აქცია მოაწყო

ხულოს ადგილობრივმა განვითარების ჯგუფმა ხულოს მუნიციპალიტეტში გარემოს დასუფთავების აქცია მოაწყო
04 ივნისი 2018

2018 წლის 4 ივნისს ხულოს ადგილობრივმა განვითარების ჯგუფმა (ხულო LAG) დასუფთავების აქცია მოაწყო.

აქტივობა გაიმართა მასშტაბური გარემოსდაცვით კამპანიის ფარგლებში #გარემოსგულისთვის. კამპანია მიზნად ისახავს კერძო კომპანიების, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების, და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას საქართველოში სუფთა და მწვანე გარემოს შენარჩუნებაში. კამპანიას ახორციელებს CENN-ის WMTR II პროგრამა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით და USAID-ის მხარდაჭერით.

დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის აქტიურმა წევრებმა. აქციის მონაწილეებს დაურიგდათ სპეციალური მაისურები და დასუფთავებისთვის საჭირო ნივთები. აქციის მიზანი იყო დასუფთავებულიყო ხულოს მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი რეკრეაციული ზონა, რომელიც პოპულარობით სარგებლობს როგორც ადგილობრივ მოსახლებაში, ასევე ტურისტებშიც.

WMTR II პროგრამა საქმიანობას საქართველოს სამ რეგიონში – კახეთი, შიდა ქართლი, აჭარის ა.რ. და ქალაქ თბილისში ახორციელებს შემდეგი ოთხი ძირითადი მიმართულებით:

  • ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის განხორციელება
  • ნარჩენების გადამმუშავებელი კერძო სექტორის განვითარება
  • ნარჩენების უკანონო განთავსების ჯარიმები და სატარიფო პოლიტიკა
  • საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება.

WMTR II პროგრამას ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://environment.cenn.org/

 

 

 

ხულოს ადგილობრივმა განვითარების ჯგუფმა ხულოს მუნიციპალიტეტში გარემოს დასუფთავების აქცია მოაწყო

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.