Eng

ENPARD ხულო პროექტის ოფისში ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) საინფორმაციო-რესურს მაგიდა გაიხსნა

ENPARD ხულო პროექტის ოფისში  ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA)  საინფორმაციო-რესურს მაგიდა გაიხსნა
01 მაისი 2018

2018 წლის პირველ მაისს, პროექტის ,, სამოქალაქო საზოგადოების  ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად,“ რომელსაც  ახორციელებს პინი (People in Need Georgia) პარტნიორებთან: PMC კვლევით ცენტრთან, სოფლად თემთა განვითარების სააგენტოსთან (RCDA), ასოციაცია ,,ათინათთან“ და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ალიანსთან ერთად, ფარგლებში ასოციაცია ENPARD ხულო პროექტის ოფისში (ტბელ აბუსერიძის 2, სასტუმრო „ფონი“ მესამე სართული) ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA)  საინფორმაციო-რესურს მაგიდა გაიხსნა. 

გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, ფერმერები, მცირე გადამამუშავებელი საწარმოების წარმომადგენლები, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრები და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. პროექტის კოორდინატორმა, სოფიო გოდუაძემ გააკეთა პრეზენტაცია პროექტის შესახებ და მონაწილეებს გააცნო პროექტის ძირითადი მიზნები. 

პრეზენტაციის მეორე ნაწილში საზეიმო ვითარებაში მოეწერა ხელი მემორანდუმს PIN-სა და ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფს შორის. ასევე პროექტის კოორდინატორმა წარადგინა საინფორმაციო მაგიდის კონსულტანტები, გიორგი აბულაძე და თამთა თავართქილაძე და გადასცა სერთიფიკატები. 

ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA)  საინფორმაციო-რესურს მაგიდების მთავარი მიზანი და დანიშნულებაა  გახდეს საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსი სოფლად მცირე/საშუალო მეწარმეებისათვის, და სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელთათვის ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესაბამის ასპექტებზე. შესაბამისად, სსო-ების ბაზაზე DCFTA საინფორმაციო-რესურს მაგიდების შექმნით, აღნიშნული სსო-ები ხდებიან მეტად საჭირო და ღირებული რესურს-ცენტრები ადგილობრივი მოსახლეობისათვის და განსაკუთრებით სოფლის პროდუქციის ადგილობრივი მეწარმეებისათვის, რომლებიც ვალდებულნი არიან, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების თანახმად, თავიანთი პროდუქცია  ევროპულ სტანდარტებს მიუსადაგონ და სურვილის შემთხვევაში, საკუთარი პროდუქცია ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზარზე გაიტანონ. 

 

ENPARD ხულო პროექტის ოფისში  ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA)  საინფორმაციო-რესურს მაგიდა გაიხსნა

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.