Eng

„ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში“-სა და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

„ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში“-სა და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
06 ივნისი 2019

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასსა და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას სოფლის განვითარების მიმართულებით.

2019 წლის 4 ივნისს მხარეები შეთანხმდნენ, რომ იხელმძღვანელონ რეგიონული და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, მათ შორის საქართველოს, აჭარის ა/რ-ის და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლის განვითარების სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შესაბამისად.მხარეები ხელს შეუწყობენ და განავითარებენ თანასწორუფლებიან თანამშრომლობას, რაც ხელსაყრელი და სასარგებლო იქნება ორივე მხარისათვის. ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ–გვერდს: www.enpard.ge

„ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში“-სა და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.