Eng

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კონკურსი იწყება

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კონკურსი იწყება
31 მაისი 2019

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან ერთად (ხულო LAG) აცხადებს სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კონკურსს ხულოს მუნიციპალიტეტში.

სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსის მიზანია ხულოში საცხოვრებელი და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება ხულოს 2018-2022 წლების ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტებისა და საკვანძო ამოცანების შესაბამისად. ხულოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით ექვსი პრიორიტეტული მიმართულებაა განსაზღვრული:

  • ტურიზმი სოფლად;
  • სოფლის მეურნეობა;
  • კომუნალური და სოციალური ინფრასტრუქტურა;
  • კულტურა, ჯანდაცვა, განათლება, სპორტი და ახალგაზრდობა;
  • არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობები;
  • გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა;

სოფლის განვითარების წინამდებარე საგრანტო კონკურსი ვრცელდება ხულოს მუნიციპალიტეტის მთლიან ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე. გრანტები გადაეცემა მხოლოდ იმ პროექტებს, რომლებიც ასახავენ ხულოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით განსაზღვრულ პრიორიტეტებს. პრიორიტეტი მიენიჭება პროექტებს, რომლებიც პასუხობს ხულოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ამოცანებსა და სტრატეგიულ აქტივობებს (იხ. ხულოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგია 2018-2022, გვ. 5-6). გრანტი არ გაიცემა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებმაც ENPARD ხულო სოფლის განვითარების კონკურსის ფარგლებში უკვე მიიღეს დაფინანსება ან გამოვლინდნენ გამარჯვებულად. შეზღუდვა ვრცელდება გრანტის მიმღების ოჯახის წევრებზეც.  გრანტები ხელმისაწვდომია საჯარო, სამოქალაქო და ბიზნეს პროექტებისთვის.

სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსის მაქსიმალური თანხა თითოეულ პროექტზე:

  • კომერციული პროექტისთვის 2,000-დან 60,000 ევრომდე (ექვივალენტი ლარში)
  • არაკომერციული საჯარო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მერიის პროექტებისთვის2,000-დან 20,000 ევრომდე (ექვივალენტი ლარში)

·არაკომერციული სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროექტებისთვის 2,000-დან 20,000 ევრომდე (ექვივალენტი ლარში)

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირველ ეტაპზე, უნდა წარმოადგინონ პროექტის იდეის განაცხადის ფორმა 2019 წლის 1 ივნისიდან, 1 ივლისის 17:30 საათამდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.

განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ორი ფორმით:

  • განაცხადების შევსება და გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: info.enpard.khulo@caritas.cz და/ან
  • შევსებული განაცხადის ელექტრონული ვერსია (მაგ. დისკზე ჩაწერილი ან მეხსიერების ბარათით) წარადგინონ ENPARD ხულო ოფისის მისამართზე ტბელ აბუსერიძის #2, სასტუმრო ხულო, III სართული

საგრანტო კონკურსის პირობების გასაცნობად იხილეთ თანდართული საგრანტო სახელმძღვანელო.  

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრები ჩატარდება ხულოს მუნიციპალიტეტის ყველა თემში.

პროექტის იდეის განაცხადის ფორმების შევსების შესახებ, განმცხადებლებს ტექნიკური კონსულტაციების მიღება ასევე შეეძლებათ, საგრანტო კონკურსის დახურვამდე ENPARD ხულოს ოფისში.

დამატებითი ინფორმაციისათვის, მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ნომერზე: 551 13 55 25 ან/და მოგვწეროთ giorgi.abuladze@caritas.cz

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია, მათ შორის: საგრანტო კონკურსის სახელმძღვანელო, სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი განთავსდება ევროკავშირის ENPARD პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდზ www.enpard.ge და ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ვებგვერდზე: khulolag.ge

პროექტს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) პარტნიორ ორგანიზაციებთან PMC კვლევით ცენტრთან და ხორვატიის სოფლის განვითარების ვროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD II ფარგლებში.

დანართები:

პროექტის იდეის შეფასების ფორმა და კრიტერიუმები 

პროექტის იდეის განაცხადის ფორმა

საგრანტო სახელმძღვანელო

 

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კონკურსი იწყება

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.