Eng

ხულოს მუნიციპალიტეტში ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) IV საინფორმაციო საჯარო შეხვედრა ჩატარდა

ხულოს მუნიციპალიტეტში ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) IV საინფორმაციო საჯარო შეხვედრა ჩატარდა
27 მაისი 2019

2019 წლის 24 მაისს პროექტის ,, სამოქალაქო საზოგადოების  ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად,“ რომელსაც  ახორციელებს პინი (People in Need Georgia) პარტნიორებთან: PMC კვლევით ცენტრთან, სოფლად თემთა განვითარების სააგენტოსთან (RCDA), ასოციაცია ,,ათინათთან“ და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ალიანსთან ერთად, ფარგლებში ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) ხულოს მუნიციპალიტეტში ჩაატარა  ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ საინფორმაციო საჯარო შეხვედრა. საჯარო შეხვედრას დაესწრნენ ფერმერები(მეფუტკრეები), ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრები, ENPARD ხულო პროექტის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები,  სულ 30 მოქალაქე. შეხვედრაზე DCFTA-ს შესახებ პრეზენტაცია გააკეთა ხულოს LAG კოორდინატორმა, საინფორმაციო რესურს-მაგიდის კონსულტანტმა თამთა თავართქილაძემ. აგრო-ექსპერტმა დავით ცომაიამ ისაუბრა თაფლის ტექნიკურ რეგლამენტზე, ადგილობრივ ბაზარზე და ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის შესაძლებლობებზე, ასევე სასარგებლო რჩევები გაუწია მეფუტკრეებს და ისაუბრა მეფუტკრეობის პრობლემებსა და პრობლემების გადაჭრის საშუალებებზე. ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორმა სალომე აბულაძემ ისაუბრა DCFTA-ს ძირითად მნიშვნელობაზე და მიმართულებებზე, პროდუქციის ექსპორტზე გატანისათვის საჭირო ძირითად საფეხურება და შესაბამის სერტიფიკატებზე. შეხვედრის ბოლოს მოეწყო კითხვა-პასუხის სესია და მონაწილეებმა ყველა დასმულ შეკითხვაზე მიიღეს ამომწურავი პასუხი.

რეგიონული სამოქალაქო  საზოგადოების    ორგანიზაციებმა და ფერმერებმა  აიმაღლეს ცოდნა ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის სოციალურ, ტექნოლოგიურ, ეკონომიკურ , გარემოს დაცვით და პოლიტიკურ ასპექტებზე, ასევე მიიღეს რჩევები ექსპორტზე პროდუქციის გატანისათვის საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილების საშუალებებზე. მათ შეუძლიათ  კვალიფიციური რჩევა-რეკომენდაცია მისცენ ადგილობრივ მცირე მეწარმეებს,   კოოპერატივებს,   აგრომწარმოებლებს და სხვა ფერმერებს,  ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის  შესახებ  მათი მოთხოვნების შესაბამისად.

პრეზენტაცია დასრულდა სტუმრების ყავა & ჩაიზე მიწვევით.

ხულოს მუნიციპალიტეტში ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) IV საინფორმაციო საჯარო შეხვედრა ჩატარდა

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.