Eng

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების სტრატეგიისთვის მოსამზადებელი მორიგი სამუშაო შეხვედრები შედგა

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების სტრატეგიისთვის მოსამზადებელი მორიგი სამუშაო შეხვედრები შედგა
07 ივნისი 2018

2018 წლის 7-9 ივნისს, ხულოს მუნიციპალიტეტში, ევროკავშირის მხარდაჭერით, ხორვატიის განვითარების ქსელმა (HMRR) ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფთან და LAG-ის ფონდების მოძიების ჯგუფთან სამუშაო შეხვედრები ჩაატარა.

7 ივნისის სამუშაო შეხვედრის მიზნები იყო:

  • ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის საბოლოო ვერსიის შექმნა, სტრატეგიის პრიორიტეტული მიზნების განსაზღვრითა და ლაგის აქტივობების ჩამოყალიბების გზით
  • ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შედგენა
  • ლაგის აქტივობების დაგეგმვისა და მათ განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა, როგორიცაა მართვის სისტემა, ბენეფიციარებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა, თანხების მოძიების სტრატეგია, სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის შექმნა, სტრატეგიის განახლება
  • ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პროექტების სამუშაო ვერსიებზე მუშაობა

 

სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის 14-მა წევრმა. მონაწილეებმა შეაფასეს პასუხობს თუ არა სტრატეგიის ძირითადი მიზნები SWOT -ით განსაზღვრულ საჭიროებებს, მოიცავს თუ არა ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის სამუშაო ვერსია ყველა მნიშვნელოვნ საკითხს, აგრეთვე ჯგუფებში იმსჯელეს მართვის საკითხებზე, ურთიერთობაზე ბენეფიციარებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, დამატებით თანხების მოძიების სტრატეგიაზე და სამუშაო ჯგუფების შექმნის აუცილებლობაზე.

HMRR-ის ექსპერტებმა ვიზიტის ფარგლებში 8- 9 ივნისს  LAG-ის ფონდების მოძიების ჯგუფთან ჩაატარეს ტრენინგი თემაზე „იდეიდან პროექტამდე“. ტრენინგის მიზნები იყო პროექტის ციკლის მართვის საკითხების შესწავლა, შედეგზე დაფუძნებული მართვისა და პროექტის ციკლის მართვის გამოყენებით ორი პროექტის იდეის შემდგომი განვითარება, შემდგომ სემინარამდე განსახორციელებელი აქტივობების სამოქმედო გეგმის შედგენა. მონაწილეებმა შეიმუშავეს პრობლემების ხის საბოლოო ვერსია, გააკეთეს დაინტერესებულ მხარეთა ანალიზი, მიზნების ხე, სტრატეგიის ანალიზი და რესურსების ანალიზი.

ვორქშოპის ბოლოს შემუშავდა სამოქმედო გეგმა შემდგომი სემინარის ჩატარებამდე.

შეხვედრები ჩატარდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG)  სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების სტრატეგიისთვის მოსამზადებელი მორიგი სამუშაო შეხვედრები შედგა

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.