Eng

ხულოს ადგილობრივმა განვითარების ჯგუფმა სკოლის მოსწავლეებთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტში გარემოს დასუფთავების აქცია მოაწყო

ხულოს ადგილობრივმა განვითარების ჯგუფმა სკოლის მოსწავლეებთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტში გარემოს დასუფთავების აქცია მოაწყო
22 აპრილი 2018

2018 წლის 22 აპრილს დედამიწის დღესთან დაკავშირებით ხულოს ადგილობრივმა განვითარების ჯგუფმა ( ხულო LAG) სკოლის მოსწავლეებთან ერთად შვილობილი ტერიტორია დაასუფთავა.

აქტივობა გაიმართა მასშტაბური გარემოსდაცვით კამპანიის ფარგლებში #გარემოსგულისთვის. კამპანია მიზნად ისახავს კერძო კომპანიების, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების, და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას საქართველოში სუფთა და მწვანე გარემოს შენარჩუნებაში. კამპანიას ახორციელებს CENN-ის WMTR II პროგრამა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით და USAID-ის მხარდაჭერით.

დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის აქტიურმა წევრებმა და სკოლის მოსწავლეებმა. აქციის მონაწილეებს დაურიგდათ სპეციალური მაისურები და დასუფთავებისთვის საჭირო ნივთები. აქციის მიზანი იყო დასუფთავებულიყო კონკრეტული ტერიტორია, რომლის სისუფთავეზე ორგანიზაცია იღებს პასუხისმგებლობას და მომავალში დასუფთავების აქტივობა კვლავ განმეორდება.

WMTR II პროგრამა საქმიანობას საქართველოს სამ რეგიონში – კახეთი, შიდა ქართლი, აჭარის ა.რ. და ქალაქ თბილისში ახორციელებს შემდეგი ოთხი ძირითადი მიმართულებით:

  • ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის განხორციელება
  • ნარჩენების გადამმუშავებელი კერძო სექტორის განვითარება
  • ნარჩენების უკანონო განთავსების ჯარიმები და სატარიფო პოლიტიკა
  • საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება.

WMTR II პროგრამას ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://environment.cenn.org/

ხულოს ადგილობრივმა განვითარების ჯგუფმა სკოლის მოსწავლეებთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტში გარემოს დასუფთავების აქცია მოაწყო

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.