Eng

ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ლოგოს იდეებზე ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის კონკურსს აცხადებს

ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ლოგოს იდეებზე ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის კონკურსს აცხადებს
12 აპრილი 2018

ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (ხულო LAG) ხულოს LAG-ის ლოგოს იდეებზე კონკურსს აცხადებს.

კონკურსი ცხადდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“, რომელსაც ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCRG)  ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) და PMC კვლევითი ცენტრთან პარტნიორობით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების VII-XII კლასის მოსწავლეებს. კონკურსანტებმა უნდა გამოაგზავნონ საკუთარი ნაშრომები ელ. ფოსტით PDF ფორმატში მისამართზე khulolag@gmail.com ან მოგვაწოდოთ ოფისში რომელიც მდებარეობს ხულოში, სასტუმრო ფონის მესამე სართულზე.(ტბელ აბუსერიძის ქუჩა #2). ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 15 მაისი.

ლოგოს იდეის შექმნა შესაძლებელია ნებისმიერი საშუალებით (კომპიუტერული პროგრამებით, ნახატით და ა.შ) ფორმები შეზღუდული არ არის. ლოგოზე კარგად უნდა ჩანდეს ხულოს უნიკალური მახასიათებელი/მახასიათებლები. მონაწილეებმა ლოგოსთან ერთად თან უნდა წარდგინონ ლოგოს მოკლე კონცეფცია( რა არის გამოსახული ლოგოზე, რას ნიშნავს და ა.შ) საუკეთესო იდეების ავტორები გამოვლინდებიან მაისში და მათ გადაეცემათ პრიზები.

გამარჯვებულთა გამოვლენის შემდეგ, სხვადასხვა იდეის კომბინაციით პროფესიონალი დიზაინერი შექმნის ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ლოგოს.

დეტალური ინფორმაციისთვის:

გიორგი აბულაძე - ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრი, 557 68 62 49, giorgi.abuladze@caritas.cz

 

ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ლოგოს იდეებზე ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის კონკურსს აცხადებს

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.