Eng

ხულოს მუნიციპალიტეტში სტრატეგიისთვის მორიგი მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრები შედგა

ხულოს მუნიციპალიტეტში სტრატეგიისთვის მორიგი მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრები შედგა
22 მარტი 2018

2018 წლის 22-24 მარტს ხულოს მუნიციპალიტეტში ხორვატიის განვითარების ქსელმა (HMRR) ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად სამუშაო შეხვედრები ჩაატარა.

შეხვედრები ჩატარდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG)  სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.

შეხვედრების მიზნები იყო ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მიმდინარე სამუშაო ეტაპის და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მეთოლოგიური მიდგომის განსაზღვრა. დაინტერესებულ მხარეთა ანალიზისა და SWOT ანალიზის დასრულება, ხულოს LAG-ის ტერიტორიული ხედვის სამუშაო ვერსიის შემუშავება და მომდევნო აქტივობებისთვის სამუშაო გეგმის მომზადება.

სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს LAG-ის წევრებმა, ადგილობრივმა ფერმერებმა, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა სხვადასხვა სექტორიდან. სულ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 50 ადგილობრივმა. შეხვედრების მონაწილეები გაეცნენ უკვე შემუშავებულ სექტორულ SWOT ანალიზს და შესაძლებლობა ქონდათ გაეზიარებინათ თავისი მოსაზრებები SWOT-ის ამა თუ იმ ელემენტის შესახებ. საბოლოოდ მომზადდა სოფლისა და სოფლის მეურნეობის, კომუნალური და სოციალური ინფრასტრუქტურის, განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობის სექტორული SWOT ანალიზი. ბოლო სამუშაო დღეს სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფმა იმუშავა ტერიტორიულ ხედვაზე, რომელზე მუშაობაც მომდევნო შეხვედრებზე დასრულდება, აგრეთვე შემუშავდა შემდგომი აქტივობების გეგმა.  შეხვედრის ბოლოს მონაწილებმა შეავსეს ვორქშოპის შეფასების კითხვარები.  

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ–გვერდს: www.enpard.ge.

ხულოს მუნიციპალიტეტში სტრატეგიისთვის მორიგი მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრები შედგა

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.