Eng

ხულოს მუნიციპალიტეტის სამ თემში პირველადი SWOT ანალიზის პრეზენტაცია ჩატარდა

ხულოს მუნიციპალიტეტის სამ თემში პირველადი SWOT ანალიზის პრეზენტაცია ჩატარდა
08 თებერვალი 2018

 

2018 წლის 8-21 თებერვალს და პირველ მარტს ხულოს მუნიციპალიტეტის სამ თემში (დეკანაშვილები, დიდაჭარა, ვაშლოვანი) ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პირველადი SWOT ანალიზის პრეზენტაციები ჩატარდა.

პრეზენტაციები ჩატარდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCRG)  სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.

პრეზენტაციების მიზნები იყო  მონაწილეებისთვის პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების, ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი-ს (Khulo LAG), დაგეგმილი ღონისძიებების და პირველადი SWOT ანალიზის გაცნობა.

პრეზენტაციებში მონაწილეობა მიიღეს სამივე თემის წამომადგენლებმა, რომლებიც შეარჩიეს ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებმა. შეხვედრებს დაესწრო 64 ადამიანი  (15-დეკანაშვილები, 35-დიდაჭარა, 14-ვაშლოვანი). პრეზენტაციები მიმდინარეობდა სამუშაო რეჟიმში, მონაწილეები გაეცნენ ადგილობრივი განვითარების ჯგუფს, მის მიზნებსა და ამოცანებს. შეხვედრების მეორე ნაწილში გაიმართა პირველადი SWOT ანალიზის პრეზენტაცია, სადაც მონაწილეებს შეეძლოთ საკუთარი კომენტარები და მოსაზრებები დაეფიქსირებინათ SWOT-ის ცალკეულ ელემენტებზე.

პრეზენტაციებში ასევე მონაწილეობას იღებდნენ ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებიც. LAG-ის თავმჯდომარემ, როდამ შავაძემ და LAG-ის აქტიურმა წევრმა, ასმათ ბოლქვაძემ  შეხვედრებზე დამსწრეებს პროექტისა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფის შესახებ ინფომარცია   გააცნეს.    

პირველადი SWOT ანალიზის პრეზენტაციების ჩატარება იგეგმება კიდევ სამ თემში.

 

 

 

 

ხულოს მუნიციპალიტეტის სამ თემში პირველადი SWOT ანალიზის პრეზენტაცია ჩატარდა

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.