Eng

ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების სტრატეგიისთვის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა შედგა

ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების სტრატეგიისთვის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა შედგა
05 დეკემბერი 2017

2017 წლის 5-6 დეკემბერს ხულოს მუნიციპალიტეტში ხორვატიის განვითარების ქსელმა (HMRR) ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფისთვის სამუშაო შეხვედრა ჩაატარა.

შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCRG)  სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.

შეხვედრების მიზნები იყო  მონაწილეებისთვის  LEADER მიდგომის ღრმად გაცნობა, ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესის დაწყება, SWOT ანალიზის გაცნობა,  ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის წევრების ცოდნის გაღრმავება და უნარების განვითარება.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სამივე სექტორის (კერძო, სამოქალაქო და საჯარო) წარმომადგენლებმა, რომლებმაც გამოთქვეს მზად ყოფნა ემუშავათ ადგილობრივ განვითარების სტრატეგიაზე. შეხვედრებს დაესწრო 30 ადამიანი  (22 კაცი და 8 ქალი).  შეხვედრა მიმდინარეობდა სამუშაო რეჟიმში, მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გადაავლეს თვალი LEADER მიდგომის პრინციპებს, გაეცნენ ყველა იმ ნაბიჯს, რომელის აუცილებელია სტრატეგიის მომზადებისას, ისინი გაეცნენ SWOT ანალიზს და პროექტის გუნდთან ერთად შემუშავდა სტრატეგიაზე მუშაობის სამოქმედო გეგმა. ტრენინგის ბოლოს გაიმართა დისკუსია, რომელიც მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, მონაწილეებმა ყველა შეკითხვაზე მიიღეს ამომწურავი პასუხები. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა შეაფასეს მთლიანად ვორქშოპი.

ხორვატმა ექსპერტებმა ვიზიტის ფარგლებში პროექტის ადგილობრივ ჯგუფთან ერთად შეხვედრა გამართეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან. შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა და მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობაზე. 

მომდევნო შეხვედრებზე პროექტის გუნდის დახმარებით ჯგუფი ადგილობრივ განვითარების სტრატეგიაზე მუშაობას განაგრძობს. 

 

ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების სტრატეგიისთვის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა შედგა

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.