Geo

დაიწყო განაცხადების მიღება საგრანტო პროექტზე "FAO-ს მხარდაჭერა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს ENPARD III-ის ფარგლებში" (en)

დაიწყო განაცხადების მიღება საგრანტო პროექტზე
11 October 2019

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდასაჭერად. ინიციატივის მიზანია, ქართველ ფერმერებს, სოფლის შინამეურნეობებს, კოოპერატივებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს გაუუმჯობესდეთ წვდომა ფინანსებზე, სერვისებსა და საწარმოო ტექნიკურ აღჭურვილობაზე. პროცესი ემსახურება სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის უკეთესი საარსებო წყაროების შექმნას

საგრანტო განაცხადის წარდგენა მოხდება ონლაინ პლატფორმაზე.  პირველ საგრანტო კონკურსშიაპლიკაციების მიღების საბოლოო ვადაა 2019 წლის 30 ნოემბერი.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: faogrants.ge 


ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ–გვერდს: www.enpard.ge

დაიწყო განაცხადების მიღება საგრანტო პროექტზე

Partners

Short Description of the Partners