Geo

ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ საინფორმაციო საჯარო შეხვედრა ჩაატარა (en)

ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ საინფორმაციო საჯარო შეხვედრა ჩაატარა (en)
28 September 2018

2018 წლის 28 სქტემბერს პროექტის ,, სამოქალაქო საზოგადოების  ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად,“ რომელსაც  ახორციელებს პინი (People in Need Georgia) პარტნიორებთან: PMC კვლევით ცენტრთან, სოფლად თემთა განვითარების სააგენტოსთან (RCDA), ასოციაცია ,,ათინათთან“ და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ალიანსთან ერთად, ფარგლებში ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში ჩაატარა  ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ საინფორმაციო საჯარო შეხვედრა. საჯარო შეხვედრას დაესწრნენ ფერმერები, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრები, ხულოს მერიის თანამშრომლები, ENPARD ხულო პროექტის წარმომადგენლები. შეხვედრაზე DCFTA-ს შესახებ პრეზენტაცია გააკეთა ხულოს LAG კოორდინატორმა, საინფორმაციო რესურს-მაგიდის კონსულტანტმა თამთა თავართქილაძემ. შეხვედრის ბოლოს მოეწყო კითხვა-პასუხის სესია და მონაწილეებმა ყველა დასმულ შეკითხვაზე მიიღეს ამომწურავი პასუხი.

პროექტის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტში LAG-ის ბაზაზე უკვე არსებობს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA)  საინფორმაციო-რესურს მაგიდა. ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA)  საინფორმაციო-რესურს მაგიდების მთავარი მიზანი და დანიშნულებაა  გახდეს საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსი სოფლად მცირე/საშუალო მეწარმეებისათვის, და სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელთათვის ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესაბამის ასპექტებზე.

რეგიონული სამოქალაქო  საზოგადოების    ორგანიზაციებმა აიმაღლეს ცოდნა ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის სოციალურ, ტექნოლოგიურ, ეკონომიკურ , გარემოს დაცვით და პოლიტიკურ ასპექტებზე, მათ შეუძლიათ  კვალიფიციური რჩევა-  რეკომენდაცია მისცენ ადგილობრივ მცირე მეწარმეებს,   კოოპერატივებს,   აგრომწარმოებლებს  ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის  შესახებ  მათი მოთხოვნების შესაბამისად.

 

ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ საინფორმაციო საჯარო შეხვედრა ჩაატარა (en)

Partners

Short Description of the Partners